საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა სპორტსმენებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ასევე დააჯილდოეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ხახულაშვილმა და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა.