საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საბირქენდის ინფრასტრუქტურული პროექტი

18 სექ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა სოფელ საბირქენდში დასრულებული საგზაო ინფრასრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


პროექტის ფარგლებში, სოფელში 6 ქუჩაზე დაიგო ჯამში 2 კილომეტრამდე გზა. პროექტის ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბირქენდისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

ადგილზე, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სხვა სიახლეები