საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყება

15 სექ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცა.


„მინდა, ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ვუსურვო წარმატებები, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი.


დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალი შენდება. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა,“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა.

№5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ასევე, მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტარიელ მამედოვმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ხახულაშვილმა მიულოცეს.

სხვა სიახლეები