საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

12 სექ, 2026

მარნეულის მერიის ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.


ტურის ფარგლებში სტუმრებმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. მუზეუმში ღია გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


წარჩინებულ მოსწავლეებს მარნეულის მერის მოადგილემ თეონა ფარჯიანმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2025–2026 სასწავლო წელს სწავლა წარჩინებით დაასრულა 60-მა მოსწავლემ, მათ შორის ოქროს მედალი 48, ხოლო ვერცხლის მედალი 12-მა ახალგაზრდამ მიიღო.

სხვა სიახლეები