საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შაუმიანში წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი და 2 250 გრძივი მეტრი მაგისტრალური მილსადენი. ასევე, აშენდება 150 კუბური მეტრი მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარი და საქლორატორო ნაგებობა.