საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ კასუმლოში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კასუმლოში შიდა გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას, რომელთა საერთო სიგრძე 2 კილომეტრამდეა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.
ამ ეტაპზე სამუშაოები სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილი ორი ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება.