საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ეუთოს უმაღლესი კომისრის, კრისტოფ კამპის, ვიზიტი მარნეულში

02 სექ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის სკოლების, საბავშვო ბაღების, გზებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ასევე განხილული იყო სოციალური და კულტურული საკითხები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები, განათლებისა და ქართული ენის სწავლების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.

ასევე საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საჯარო სექტორში დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მნიშვნელობა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და მოადგილე თეონა ფარჯიანი, ასევე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები