საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ უმასპინძლა

24 აგვ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ უმასპინძლა

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად ფესტივალის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წერაქვში უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა. ის ყველაზე ფართომასშტაბიანი ინტერდისციპლინური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, პედაგოგებს და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალის მთავარ მიზანს ახალგაზრდების თანამშრომლობის წახალისებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენს.

ფესტივალი 22-23 აგვისტოს გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

 

სხვა სიახლეები