საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ყველას გილოცავთ სტუდენტობას!

25 აგვ, 2026

ყველას გილოცავთ სტუდენტობას!

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს.

ეს წარმატება თქვენი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია. წინ გელოდებათ ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები.

თქვენი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული სიამაყეა. მჯერა, თითოეული თქვენგანი მიღებულ ცოდნას საკუთარი მომავლის, ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს.

მადლობა თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი წარმატების გზაზე თქვენს გვერდით იდგნენ.

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სტუდენტურ წლებს!

სხვა სიახლეები