საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა
2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი
გავიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე
ამირან გიორგაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს
ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით
შეამკო.
სასულიერო პირმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი
გადაიხადა, რომელსაც გმირების ოჯახის წევრები, სამხედროები და მარნეულის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მარნეულის მერმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ზუსტად 18 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია
შეცვალა. 2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ დაგვანახა საქართველოს თავისუფლების ფასი
და ჩვენი გმირების თავდადება.
დღეს ქედს ვიხრით იმ გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობასა და
თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში.
მარნეული ყოველთვის იამაყებს თავისი შვილებით, რომლებმაც საკუთარი სისხლით დაწერეს
ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ისტორია. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ მათი ხსოვნა და ეს
ისტორია მომავალ თაობებს გადავცეთ,“ - განაცხადა დაურ ისმაილოვმა.