საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა

11 აგვ, 2026

სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა.

დასრულებულ სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი გაეცნო და სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო 200 მეტრი სიღრმის ახალი ჭაბურღილი, 25 მ³ მოცულობის ლითონის კოშკურა-რეზერვუარი, საქლორატორო სადგური და 7 785 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი.

ახალი წყალმომარაგების სისტემით 126 აბონენტი ისარგებლებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 840 000 ლარამდეა.

სხვა სიახლეები