საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა

15 აგვ, 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტეის მერთან დაურ ისამილოვთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა გაეცნო.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს. ქარხნის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

მინისტრმა ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „ლომთაგორას“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს, მათ შორის, ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდისა და განვითარების პროცესს გაეცნო.

„ლომთაგორა“ სასოფლო-სამეურნეო კომპანიაა, რომელიც ხორბლისა და სიმინდის მოყვანას, სათესლე მეურნეობას, მეცხოველეობასა და აგროპროდუქციის გადამუშავებას ახორციელებს.

კომპანიის საწარმოო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია მარცვლეულის გადამუშავება. საწარმო აღჭურვილია ქვის წისქვილებით და ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილს ამზადებს.

სხვა სიახლეები