საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2026“

12 აგვ, 2026

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაულიდიდგორობა 2026“ აღინიშნა.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დიდგორობის დღესასწაული მიულოცა. ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით - დიდგორის ჯვარი დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო ნომრები. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მარნეულის კუთხე.

დიდგორობა 2026- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერის მოადგილე თეონა ფარჯიანი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე, აფხაზეთის მთავრობის და თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვა სიახლეები