საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტაჟირების პროგრამა
სტაჟირების პროგრამა
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კონკურსს
16 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება
2026 წლის პირველი სექტემბრიდან ათი სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -
www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი
16 ვაკანსიაზე გამოცხადდება.
მარნეულის მერია: ადმინისტრაციული სამსახური -
3 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური -
2; ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური -
3; ზედამხედველობის სამსახური - 2; ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური -
3; ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური -
3.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 4
ვაკანსიაზე გამოცხადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში; იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებასა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში.