საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სარვანობა 2026
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად სახალხო დღესასწაულს „სარვანობა 2026“ დაესწრო.
„სარვანობა“ მარნეულელებისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ტრადიციულად 1 აგვისტოს აღინიშნება.
ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, მუსიკალური ნომრები და ხალიჩების ქსოვის ტრადიციული ხელოვნება.