საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მერი ღონისძიებას "მწვერვალი" დაესწრო

24 ივლ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი სოფელ ზემო სარალში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს „მწვერვალი“ დაესწრო.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილი წარჩინებული სტუდენტები, მოსწავლეები და საგანმანათლებლო პროექტების წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.

ღონისძიება სარალის განვითარების და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ასევე წარმატებული მარნეულელის, რაგიმ ჰასანოვის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ტრადიციული სახე ექნება.

ღონისძიებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მოადგილე თეონა ფარჯიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა. მსგავსი პროექტები უდიდეს როლს ასრულებს ადგილობრივი ახალგაზრდების მოტივაციასა და პროფესიულ წინსვლაში. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის," - განაცხადა მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა.

სხვა სიახლეები