საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფელ იმირის საგზაო ინფრასტრუქტურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სოფელ იმირში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
პროექტი აქტიურ ფაზაშია, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები.
სოფელ იმირში ჯამში 4 ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში 1 242 გრძივი მეტრი გზა მოეწყობა. პროექტი 2026-2027 წლებში განხორციელდება და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 449 500 ლარს შეადგენს.