საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

21 ივლ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა სახალხო დღესასწაულ „სარვანობის“ საორგანიზაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ღონისძიების მოსამზადებელი ეტაპი, ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხები. საუბარი შეეხო დღესასწაულის მაღალ დონეზე ჩატარებას.

სარვანობა მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდება. ადგილობრივებისა და სტუმრების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საგანგებოდ გამოყოფილი უფასო ტრანსპორტი ყველა მსურველს მოემსახურება.

„სარვანობა“ მარნეულელებისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ტრადიციულად 1 აგვისტოს გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თეონა ფარჯიანი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი.

სხვა სიახლეები