საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა აბიტურიენტებთან

15 ივლ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მოადგილესთან თეონა ფარჯიანთან ერთად, ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას დაურ ისმაილოვმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ პროგრამებზე რომლებიც სტუდენტთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კერძოდ, მერის ინიციატივით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდული პროექტების ბიუჯეტები. ესენია: სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადგილობრივი სტუდენტებისთვის ყოველთვიური სამგზავრო დაფინანსება, რომელიც 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა და
​„ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა და 30 000 ლარის ნაცვლად 90 000 ლარით განისაზღვრა.

მერმა ახალგაზრდებთან ასევე, ეროვნული გამოცდების მნიშვნელობაზე, განათლების როლსა და მომავალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სწორად შერჩეულ პროფესიებს და მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას.

შეხვედრა მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge⁠-ის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის სახლში ჩატარდა.

სხვა სიახლეები