საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„გარა არხის“ დასუფთავების სამუშაოები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.
„დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავით ადგილზე და არხი გავასუფთავეთ, დღეს კი ისევ იგივე სურათია. შპს „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ არხის სისუფთავეზე, თუმცა შედეგის მიღწევა მოქალაქეების თანადგომისა და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავე,“ - აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.