საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა რწმუნებულებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან და მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები, მათ შორის სასმელი წყლით მომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს.
მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსახლეობასთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოქალაქეთა ინტერესების ეფექტიანად დაცვისთვის კოორდინირებული მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრას შპს „მარნეულის სოფწყალის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
________