საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ ახლოლალოში

06 ივლ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 393 გრძივი მეტრი გზა, რომლის ღირებულება 684 322 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე და მათგან მოისმინა არსებული საჭიროებები.

სხვა სიახლეები