საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მერმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა

01 ივლ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა.

თეონა ფარჯიანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში, სადაც სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობდა.

იგი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ამ დრომდე ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, სადაც აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური პოლიტიკისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მერმა ახლადდანიშნულ მოადგილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი შენაძენია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

წარდგენას ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.

სხვა სიახლეები