საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი

26 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა სოფელ ახკულაში მიმდინარე წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სოფელში მოეწყობა 160 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი, 100 მ³ მოცულობის რეზერვუარი და საქლორატოროს შენობა. ასევე, 3 302 მეტრი წყლის სისტემის შიდა ქსელი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 363 928 ლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 60 ოჯახი ისარგებლებს.

სხვა სიახლეები