საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად მერიაშია

25 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობა გააცნო.
საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები მერიას ეწვივნენ, დაათვალიერეს სხვადასხვა განყოფილება, გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
შეხვედრა საინფორმაციო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გაცნობასა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის წახალისებას.

სხვა სიახლეები