საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩთან

23 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად საქართველოში თურქეთის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

მერმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების განხორციელების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

სხვა სიახლეები