საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქეოლოგიური ექსპედიცია გადაჭრილ გორაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, გადაჭრილ გორაზე კვლევითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
არქეოლოგიურ კვლევებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი კანადის ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან იოანე ლაშხთან და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსთან ელგუჯა კუპატაძესთან ერთად, ექსპედიციის წევრებს შეხვდა და მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო.
უახლესი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის მიხედვით, საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ უძველეს და დამოუკიდებელ კერად არის აღიარებული. აღნიშნული დასკვნა მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას ეფუძნება.
გადაჭრილი გორა ნეოლითის პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, რომლის კვლევაც მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო წრეების ინტერესის საგანს წარმოადგენს.