საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპორტსმენებთან შეხვედრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტსმენებმა ღირსეულად იასპარეზეს და რეგიონის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
შეხვედრისას მერმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალშიც გააგრძელებს სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, მოადგილესთან ზაზა დავაძესთან ერთად დაესწრო.
მასშტაბური სპორტული პროექტი წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით პირველად განხორციელდა. შეჯიბრები გაიმართა სპორტის 17 სახეობაში და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფის 1 200-მა სპორტსმენმა მიიღო.