საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საგზაო ინფრასტრუქტურა

16 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სოფელ დიდ მუღანლოსა და სოფელ იმირში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სოფელ დიდ მუღანლოში 5 ქუჩაზე განხორციელდება შიდა გზების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება 1 782 გრძივი მეტრი გზა. პროექტის ღირებულება 639 042 ლარს შეადგენს.

სოფელ იმირში კი 4 ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში 1 242 გრძივი მეტრი გზა მოეწყობა. პროექტის ღირებულება 449 500 ლარია.

პროექტები 2026-2027 წლებში განხორციელდება და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

სხვა სიახლეები