საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ნიზამი განჯელის მონუმენტის რესტავრაცია

13 ივნ, 2026

ქალაქ მარნეულში ნიზამი განჯელის დაზიანებულ მონუმენტს რესტავრაცია უტარდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისამილოვი რესტავრაციის პროცესს გაეცნო. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში მყისიერად მოახდინა შესაბამის რეაგირება, რათა მონუმენტი სწრაფად აღდგენილიყო.

„კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ ვანდალიზმი ჩვენთვის მიუღებელია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრს, მხატვარსა და რესტავრატორს ბატონ გაშამ სულეიმანოვს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა დაურ ისამილოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ, ქალაქ მარნეულში XII საუკუნის პოეტის და ჰუმანისტის, აღმოსავლური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელის ნიზამი განჯელის მონუმენტი დააზიანეს.

სხვა სიახლეები