საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინტელექტის საათი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელთან იოანე ლაშხთან ერთად "ინტელექტის საათის" გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, შემეცნებითი თამაში, „ინტელექტის საათი“ ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ადგილობრივი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და მათი ცოდნის გაღრმავება იყო.
მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მუნიციპალურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საპრიზო ადგილებზე გასულ ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და წახალისებას.