საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი

09 ივნ, 2026

ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ და რეგიონული სამსახურების გაძლიერების, მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და აგროსექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ფერმერებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

სხვა სიახლეები