საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა წვევამდელების მშობლებთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის მუნიციპალიტეტის განყოფილების ორგანიზებით წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს სამხედრო სამსახური, მადლობის წერილები გადასცეს.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მშობლებს მიმართეს, მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში.