საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმი

04 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ დაესწრო.

ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წლევანდელი ფორუმის მთავარი თემას წარმოადგენს „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევებს, მდგრადი განვითარების საკითხებსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სხვა სიახლეები