საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან

04 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელ იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალური მხარდაჭერის საკითხებს.

მერმა დაურ ისმაილოვმა ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სხვა სიახლეები