საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

03 ივნ, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ააიპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უწყებების მიმდინარე საქმიანობა, ორგანიზაციული საკითხები და სამომავლო სამუშაო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული რესურსების ეფექტიან მართვასა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმსჯელა თითოეული ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რათა მუნიციპალური სერვისები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი და ეფექტიანი გახდეს.

სხვა სიახლეები