საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საგზაო ინფრასტრუქტურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ ილმაზლოში მიმდინარე გზის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ილმაზლოში 350 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგო.
სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, გზების მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მერმა ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.