საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს ნობათი გადეცათ
მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ინიციატივით, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს ნობათი გადაეცა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ნობათები დაურიგეს.