საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

26 მაი, 2026

მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

დილიდან, მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოეწყო.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე, ასევე მრავალფეროვანი საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საზეიმოდ შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პერფორმანსის თანხლებით ჰაერში ფერადი ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

სხვა სიახლეები