საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ეკოლოგიური გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
" ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარნეულის ნარჩენებისგან გაწმენდა, მუნიციპალური სასაფლაოების მოწესრიგება, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ქალაქის სუფთა იერსახის შენარჩუნება. არსებულის ეფექტიანად განხორციელება მოქალაქეების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია", - აღნიშნა მერმა.
მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. დაგეგმილია ახალი ნაგავმზიდისა და დამატებითი ურნების შეძენა.