საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბოლო ზარი

22 მაი, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, სოფელ საიმერლოსა და ჯანდარის საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარი მიულოცა.

ორივე სკოლაში ბოლო ზარისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პერფორმანსები და შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს.

მერმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ახალ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
„ახლა თქვენს წინაშე ახალი მწვერვალებია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაზეც ოცნებობთ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი წარმატება ის არის, როდესაც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საზოგადოების კეთილდღეობას მოახმართ. მჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევის შემდეგ, თქვენივე განათლებით, ენერგიითა და ინოვაციური იდეებით დაუბრუნდებით საკუთარ მუნიციპალიტეტს. სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც ჩვენი მშობლიური მარნეულის მეტად განვითარებას და ქვეყნის უკეთეს მომავალს უნდა ჩაუყაროს საფუძველი“, - განაცხადა დაურ ისამილოვმა.

მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება ასევე მიულოცეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ხახულაშვილმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

სხვა სიახლეები