საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქალაქ მარნეულში შემოვლითი გზის ინფრასტრუქტურული პროექტი
ქალაქ მარნეულში შემოვლითი გზის ინფრასტრუქტურულ პროექტზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
შემოვლითი გზა ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტით გათვალისწინებულია 3 კილომეტრი სიგრძის გზის მოწყობა და მდინარე ალგეთზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ახალი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობას.
პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 3 099 439 ლარს და მისი დასრულება იგეგმება 2027 წლის მაისში.