საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შეხვედრა აბიტურიენტებთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული პრეტესტის მონაწილე აბიტურიენტებს შეხვდა.
მერმა ახალგაზრდებთან ეროვნული გამოცდების მნიშვნელობაზე, განათლების როლსა და მომავალ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სწორად შერჩეულ პროფესიებს და მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას.
პრეტესტი არაქართულენოვანი სკოლებიდან აბიტურიენტებისთვის, მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით, მარნეულის აზერბაიჯანულ სახლში ჩატარდა.