საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

განათლების რეფორმა

13 მაი, 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მარნეულის კულტურის ცენტრში, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე
ამირან გიორგაძე და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები