საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ანსამბლ „ტრიო რამპას“ კონცერტი
მარნეულის კულტურის ცენტრში ანსამბლ „ტრიო რამპას“ კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე დაესწრნენ.
კულტურული ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
საღამოს ფარგლებში ანსამბლმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა, რომელიც ნანა დაუშვილის საავტორო სიმღერებსა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორების გამორჩეულ ნაწარმოებებს აერთიანებდა.