საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ჰეიდარ ალიევს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება

10 მაი, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევს ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება, მარნეულის კულტურის ცენტრში, „TEA HOUSE“-ის ორგანიზებით და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი, ფაიგ გულიევი ესწრებოდა.

მარნეულის მერმა სიტყვით გამოსვლის დროს, ჰეიდარ ალიევის ისტორიულ როლზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.

„ჰეიდარ ალიევი იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნების ურყევ მეგობრობას. ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც დღესაც წარმატებით გრძელდება“, - განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

ღონისძიებას, მარნეულის მერის პირველი მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები