საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ინფრასტრუქტურული პროექტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისამილოვი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუტურული პროექტები გააცნო.
სოფელ საიმერლოში და სოფელ წერეთელში მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას. პროექტის ფარგლებში სოფელ საიმერლოში დაიგება 5 122 გრძ/მ გზა, ხოლო წერეთელში - 8 639 გრძ/მ. პროექტების ჯამური ღირებულება 7 540 000 ლარს შეადგენს.
ხელმძღვანელმა პირებმა ასევე, დაათვალიერეს ქალაქ მარნეულში მიმდინარე შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია 2 775 გრძ/მ გზის მოწყობა და მდინარე ალგეთზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 3 099 439 ლარს და მისი დასრულება იგეგმება 2027 წლის მაისში.
ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე დაათვალიერეს, მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოდაბრელიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ხახულაშვილმა და თავითმმართველობის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლებმა.