საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
9 მაისი
81 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 მაისის მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
„გვირგვინით შევამკეთ მემორიალი და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. გილოცავთ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რომელიც ერთიანობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა“, - განაცხადა დაურ ისმაილოვმა.