საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ვიზიტი აშუღ ქამანდარის სახლ-მუზეუმში

08 მაი, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, სოფელ კაპანახჩიში, აშუღ ქამანდარის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.

მერმა კულტურის, ფოლკლორის განვითარებისა და ისტორიის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს საინტერესო ექსპონატებს სთავაზობს.

აშუღ ქამანდარს დიდი ღვაწლი მიუძღვის XX საუკუნის მეორე ნახევარში აშუღური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში. მისი შემოქმედება ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ფარგლებს მიღმა.

ხელოვანი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ასევე - მინიჭებული აქვს აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.

სხვა სიახლეები