საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა მოსახლეობასთან

08 მაი, 2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა და სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას შიდა გზების მოწყობის სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო. კერძოდ, სოფლებში: ქეშალო, ალგეთის მევენახეობა, ილმაზლო, კაპანახჩი - განხორციელდება ჯამში 3.5 კმ სიგრძის შიდა გზების რეაბილიტაცია.

ასევე, სოფელ მეორე ქესალოში მიმდინარეობს სასმელი წყლის ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოეწყობა 36 კილომეტრზე მეტი სიგრძის შიდა ქსელი.

პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 3 950 000 ლარს.

სხვა სიახლეები